„დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი
29/11/2021
14:05
პოლიტიკა
A-
+A
„დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალით ისე როგორც ზვიად გამსახურდია“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში ფუფუნებაზე, მაღალ ანაზღაურებასა და თანამდებობაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა.
„ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში, სადაც შეიძლებოდა, რომ გზაში მოვეკალით, ჩამოსვლისას მოვეკალით როგორც ეს ზვიად გამსახურდიას უქნეს, ან დილეგში ჩავესვით, სადაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური.
ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი ყველა ზემოთ ხსენებულზე .... ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა ... ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
0
0
391
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%