15/11/2023
20:42
მსოფლიო
დასავლეთის ქვეყნებმა, უკრაინაში მათი პოლიტიკის წარუმატებლობის შემდეგ, გადაწყვიტეს სომხეთს „მიწებებოდნენ“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ YouTube არხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დასავლეთი მხეცურად ჩააფრინდა სომხეთს და ცდილობს მის ჩამოშორებას რუსეთისგან“ - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ერევანს სურს ევრაზიულ კავშირში ურთიერთობების შენარჩუნება, მაგრამ უსაფრთხოების სფეროში არამეგობრულ ნაბიჯებს დგამს. „ეს არის ორ სკამზე დაჯდომის მცდელობა? თუ ასეა, მაშინ მას ნამდვილად არავისთვის მოუტანია სიკეთე“, - დარწმუნებულია ზახაროვა.
მისი თქმით, მოსკოვისთვის სომხეთის მთავრობის უახლესი ნაბიჯები, მათ შორის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის უარი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობაზე მინსკში, დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების გაფართოება და მეგობრობა უკრაინასთან, ორივე "ერთი ჯაჭვის რგოლია".
”ოღონდ, მეჩვენება, რომ ეს არის დამონების ჯაჭვი”, - დაასკვნა ზახაროვამ.
0
0