დარწმუნებული იყავით, რომ კოვიდპასპორტები ამოქმედდება - ამირან გამყრელიძე
A-
+A

„ვითარება საკმაოდ რთულია, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრება მოსალოდნელია.
„ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ჯერ არ გამოკვეთილა, რადგან ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მძიმე არ არის.
პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი გადაწყვეტილებების. გეთანხმებით, ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, კოვიდპასპორტების შემოღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირებს რომელთაც არ ექნება კოვიდპასპორტი შეზღუდვები დაუწესდება.
0
0
1324
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%