09/10/2021
19:52
საზოგადოება
„დამოუკიდებელი საქართველოს საარჩევნო ისტორიაში ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს წამოეყენებინა ამგვარი უპრეცედენტო ინიციატივა? გიორგი კალანდარიშვილმა, კერძოდ, განაცხადა:
საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ რომ არ დარჩეს არავითარი კითხვის ნიშანიც კი, პროცესი იყოს გამჭვირვალე და სანდო, ასევე, ვითვალისწინებ რა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით, საკუთარი ინიციატივით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაითვალონ იმ საარჩევნო უბნების შედეგები სადაც:
წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით;
ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით;
„დღეის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებს 5-ით აღემატება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას. ასეთი ოქმების რაოდენობა ამ ეტაპისთვის შეადგენს 8-ს.
შეგახსენებთ, რომ წელს, პირველად, საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ვალდებულება, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელახლა დაეთვალათ შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. საარჩევნო ადმინისტრაციამ უმოკლეს ვადებში - 4 ოქტომბერს, ჩართული მხარეების თანდასწრებით გადათვალა შესაბამისი საარჩევნო უბნების ბიულეტენები, ამ პროცესს იღებდა სპეციალური ვიდეო კამერები, ჩანაწერები კი უკვე ატვირთულია google drive-ზე.
საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას.
ამგვარი სანიმუშო პროცესის შემდეგ, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მარიონეტების ბრალდებები "გაყალბებაზე" და მსგავსი უარგუმენტო გზავნილების გადაუმოწმებლად გამეორება ცალკეული, საქმეში ჩაუხედავი უცხოელი პოლიტიკოსებისა თუ პენსიაზე გასული დიპლომატების მხრიდან, არანაირად მატებს მათ ავტორიტეტს ქართულ საზოგადოებაში.
დეტალურად https://cesko.ge/.../126661-tseskos-tavmdjdomare-giorgi...“
0
0