04/10/2021
11:25
სხვადასხვა
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა მისი შემოსვლა ხმაურიანი ყოფილიყო, ხოლო სოციალურ ქსელში მისი ჩამოსვლის შესახებ ვიდეოს გავრცელება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ხალხი დაერწმუნებინა, რომ ნამდვილად საქართველოში იმყოფებოდა.
“მას უნდოდა, რომ მისი შემოსვლა არ ყოფილიყო, არაფერთან ხმაურიანთან, ექსცესთან დაკავშირებული. უნდოდა, რომ ძალიან მშვიდობიანი ყოფილიყო. ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი იმასთან დაკავშირებით თვითმფრინავით ღირდა თუ არა შემოსვლაო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დამსვამდნენო და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ არჩევნების წინ შემოვსულიყავიო.
რამდენად სწორი იყო მანამდე ვიდეოს დადება, ვერ გეტყვიო, ჯერ კიდევ ვფიქრობ ამასთან დაკავშირებითო, მაგრამ როგორც კი შევატყეო, რომ ხალხს რწმენა არ ჰქონდა, რომ ნამდვილად აქ ვიყავიო, მეორე ვიდეო ამან განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ და ამას არ გავაკეთებდი, ასეთი დამოკიდებულება რომ არ ყოფილიყოო”,-თქვა ეკა ხერხეულიძემ.
ეკა ხერხეულიძემ გადაცემაში ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მინიმუმ 4 დღე იმყოფებოდა და მასთან კომუნიკაცია ჰქონდა. რაც შეეხება მისი დაკავების პროცესს, მიხეილ სააკაშვილმა ეკა ხერხეულიძეს დაუდასტურა, რომ სამართალდამცველებმა, იმ სახლის კარი, სადაც ის იმყოფებოდა გარედან გააღეს.
“თქვა, რომ მომაკითხეს სახლთან. ამას წინად, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენ გავაღეთ კარი გარედანო და
შევეკითხე, ასე იყო-თქო? და კიო ასე იყოო, დამიკაკუნეს, ჯერ გამაფრთხილესო და მერე გააღეს კარიო და მე+
დავხვდიო…”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ “მთავარის” ეთერში.
0
0
გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
23/11/2024