03/06/2023
22:42
პოლიტიკა
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია Facebook-ში წერს, რომ პროდასავლურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა დაივიწყოს ურთიერთწყენები, დაპირისპირებები და „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს ურთიერთობა.
„რუსული რეჟიმის მიერ სუფთა ფურცლის გამო დაკავებებს ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოებამ „სუფთა ფურცლის ინიციატივით” თუ არ უპასუხა, საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს. დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან! დაივიწყეთ ურთიერთწყენები და ურთიერთპრეტენზიები! შეეშვით წარსულს და მუდმივად უკან ნუ იხედებით! კონცენტრირდით მომავალზე და იარეთ მხოლოდ წინ! საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა! ძირს ბელოგრუზია! დიდება საქართველოს!“, - წერს ნიკა გვარამია.
ამ პოსტით, ნიკა გვარამია გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება, რომელზეც სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ სუფთა ფურცლები ეჭირათ და მათი დაკავების მიზეზი ეს გახდა.
0
0