
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, პარტიზანების მეთაური, დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები ბახმუტთან დაღუპული ქართველების გამოსაყვანად შევიდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან რუსებმა კვლავ დაიწყეს დაბომბვა.
ქუქჩიშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრები გამოიყვანონ.
„ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ, ომი იყო. დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები, ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ვაკონტროლებთ ჩვენ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყვანოთ ჩვენი ძმებო“, - ამბობს დავით ქუქჩიშვილი.
3 დეკემბერს, უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში 5 ქართველი დაიღუპა.
0
0