
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქვეყანაში მომხდარ ერთდღიან აჯანყებაზე Reuters-ის ჟურნალისტთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, დასავლეთს არ უნდა ადარდებდეს რუსეთის ეროვნული ინტერესები.
„მადლობა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე რომ ნერვიულობთ, მაგრამ საჭირო არ არის. „რუსეთი ყველანაირი უბედურებიდან ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა და ახლაც ასე იქნება“, - თქვა ლავროვმა.
ხოლო რაც შეეხება თავად აჯანყებას, რომელიც ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით „ვაგნერის“ მებრძოლებმა მოაწყვეს, ლავროვი ამბობს, რომ ამას ყველაზე ხმამაღალი სახელი, რაც შეიძლება დაერქვას, არის „არეულობა“.
ცნობისთვის, 24 ივნისს დაწყებული აჯანყების დასრულების შემდეგ ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის ტერიტორია დატოვა და, სავარაუდოდ, ახლა ბელარუსში იმყოფება.
0
0
მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა
13/07/2026