„ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას“ - დეკანოიძე
22/11/2021
12:54
პოლიტიკა
A-
+A
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.
„საპარლამენტო საქმიანობაში ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ მივიღებთ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობს სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას.
ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, ეს საჯაროდ გვაქვს გაცხადებული“, - განაცხადა დეკანოიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში და მმართველ გუნდს მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები დროულად დაიწყონ.
ინფორმაციისთვის, ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომებში მონაწილეობას მიიღებს.
გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანიდან გამომდინარე მიიღეს.
0
0
359
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%