19/12/2022
17:30
ეკონომიკა
საქართველო ისრაელის კვირეულს მასპინძლობს. ღონისძიებათა ციკლი ისრაელის დელეგაციის მიერ თბილისში, წელს „ისრაელის სახლის“ ინიციატივითა და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით გახსნილი „ქართველი შინდლერების პარკისა“ და მემორიალის მონახულებით დაიწყო. ეს ლოკაცია უკვე რამდენიმე თვეა ნამდვილ ტურისტულ ატრაქციადაა ქცეული.
კვირეული მიმდინარეობს დევიზით „ჩვენ ვაშენებთ ხიდებს ქვეყნებს შორის“.
ღონისძიებათა ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“.
წელს ისრაელის კვირეულის თემატიკაა ბიზნესი, კულტურა, სახალხო დიპლომატია და საერთაშორისო საქმიანობა.
დელეგაციის 100 წევრის თითქმის ნახევარი ქალია, რომლებიც საქართველოში დაინტერესებული არიან ბიზნესითა და გენდერული საკითხებით. ისრაელის კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან. ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს ისრაელიდან, ჰელი ფრიდმანს, მიაჩნია, რომ ქალების აქტიური ჩართვა ბიზნესსა და პოლიტიკაში მშვიდობის და პროგრესის საწინდარია.
დელეგაციის ერთ-ერთი საპატიო წევრია „ისრაელის რკინის ქალბატონად“ წოდებული პრემიერ-მინისტრის, ლეგენდარული გოლდა მეირის შვილიშვილი, გიდი მეირი.
ისრაელის ბიზნესჯგუფებში არიან მსხვილი და წამყვანი გაერთიანებები, როგორიცაა კარასო ჯგუფი, რადკო და ასევე ბლუმბერგის ისრაელის ხელმძღვანელი, რომელიც ქალია.
დელეგაციას ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავიდ ბიტანი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით მხარს უჭერს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას. საქართველოში ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრება ისრაელის ელჩი ჰადას მეიტზადი. სხვადასხვა შეხვედრაზე საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაცია, ICC, და სამთავრობო ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლები მიესალმებიან მონაწილეებს.
თბილისში ბიზნესფორუმზე წარმოდგენილი იქნება წარმატებული პროექტები, გაეცნობიან რეგიონების პოტენციალს, გამოცხადდება მომავალი პროექტები აჭარაში, წალკაში და გრანდიოზული გეგმები კახეთში. ბათუმის კომპანია ORBI წარმოადგენს წარმატებულ თანამშრომლობას ისრაელთან, ხოლო Wyndham-ის წარმომადგენელი ითანამშრომლებს ისრაელელ ინვესტორებთან ახალ პროექტებზე. ფორუმის მონაწილეები მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას საინვესტიციო პროექტებსა და ბიოროკრატიული ბარიერების გადაჭრაზე.
ტურიზმის სფეროში საუბარი შეეხება 2022 წლის წარმატებებს, აგრეთვე, 2023 წელს.
„ისრაელის სახლის“ მიერ ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით შექმნილი ბილიური მარშრუტის დაწყებას.
ღონისძიებათა მონაწილეები მოისმენენ ქართველი და ისრაელელი მუსიკოსების მიერ შესრულებულ ისრაელურ მუსიკას.
კვირეულის ორგანიზატორის, „ისრაელის სახლისა“ და ბიზნესპალატის ხელმზღვანელის, იციკ მოშეს თქმით, იშვიათობაა, როცა 100 ბიზნესმენი ერთად გადის ქვეყნიდან. მათი ეს ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს პოტენციალის გაცნობას, თუმცა 20-მდე პერსონალური შეხვედრა უკვე დაგეგმილია და 2023 წელს რეგიონები მიიღებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.
„კავშირები მყარდება მხოლოდ საქმით და ესაა 25-ე ბიზნეს ფორუმი და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა უკვე ათეული წლებია გახდა ცენტრალური ხიდი ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირებში“, ამბობს იციკ მოშე.
ისრაელის კვირეულს, ბიზნეს შეხვედრებს და საქართველოს პოტენციალს გააშუქებს ისრაელის მედია.
ტრადიციულად, „ისრაელის სახლი“ და ბიზნესპალატა მსგავს ღონისძიებას ატარებს ხანუქაში. ამჯერადაც, ისრაელელი სტუმრების მონაწილეობით აინთება ხანუქის პირველი სანთელი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024