„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი გარანტი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ერდოღანი
A-
+A

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, მაგრამ ამისთვის დეტალების დაზუსტებაა საჭირო. ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV საუბრობს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებებმა, რომლებშიც უკრაინამ წერილობითი წინადადება წარუდგინა რუსეთს ომის დასრულების შესახებ, პროცესს „მნიშვნელოვანი იმპულსი“ მისცა.
„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი გარანტი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დეტალები დაზუსტებას საჭიროებს“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ვადამდელი შეხვედრის თარიღზე შეთანხმებას მიაღწევს.
„ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ საჭირო პლატფორმა პუტინისა და ზელენსკის თურქეთისადმი ნდობის საფუძველზე, ჩვენ იმედი გვაქვს [მედიაციის] პოზიტიურ შედეგზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
0
0
367
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%