01/11/2021
14:00
პოლიტიკა
ღარიბაშვილი მსოფლიოს უფრო მწვანე და ნაყოფიერი საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად ნაკისრი ვალდებულებების გაზრდისკენ მოუწოდებს.
„მოხარული ვარ, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გლაზგოში ვიზიტს ვიწყებ. ჩვენ ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩოკონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
0
0