22/12/2022
23:47
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას გამოეხმაურა.
„ახლა ამბობენ, რომ იქ შეიძლება „Patriot"-ი დააყენონ. კეთილი, დააყენონ, „Patriot"-საც ავატკაცუნებთ", - თქვა ვლადიმირ პუტინმა.
მან ასევე ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და გააკრიტიკა ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Patriot"-ი.
„საკმაოდ ძველი სისტემაა. არ მუშაობს ისე, როგორც, ვთქვათ, ჩვენი S-300", - განაცხადა პუტინმა.
მისივე შეფასებით, უკრაინის მსგავსი მხარდაჭერა “უბრალოდ კონფლიქტის გახანგრძლივებაა”.
„ვინც ჩვენ გვეწინააღმდეგება, ამოდის იქიდან, რომ ეს ვითომ თავდაცვითი იარაღია. კეთილი, ჩვენ ამას უბრალოდ გავითვალისწინებთ. და შხამსაწინააღმდეგო “საშუალება” ყოველთვის მოიძებნება. ასე რომ, ვინც ამას აკეთებს, ამაოდ ირჯება. ეს უბრალოდ კონფლიქტის გახანგრძლივებაა, სულ ეს არის“
0
0