„ჩემს ხალხს რუსული გაზის გარეშე, სიცივეში ვერ დავტოვებ“ - ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება
25/03/2022
14:30
მსოფლიო
A-
+A
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თურქეთს არ შეუძლია სანქციების დაწესება რუსეთზე, მისი ენერგეტიკული საჭიროებებისა და მასთან თანამშრომლობის გამო.
„ჩვენ ვყიდულობთ ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან. ამასთან, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს აკუიის ატომურ ელექტროსადგურს რუსეთთან ერთად. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი განზე გადავდოთ.
ასე რომ, ამ საკითხებთან მიმართებით ვერაფერი გაკეთდება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი“, - დასძინა მან.
0
0
310
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%