11/11/2021
13:24
საზოგადოება
“დუგინის ორგანიზაციად რომ გადაირქვათ სახელი და შორენამ ფეხები დუგინს რომ დაბანოს ხოლმე? რუსი ეგზარქოსის შიო მოიკითხეთ”, – მიმართავს კვესიტაძე საპატრიარქოს წარმომადგენლობას.
საქართველოს საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ციხეში მონახულებისა და მის მიერ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, მღვდელმთავრის კომენტარებმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა და იმედოვნებს, რომ ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს.
ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.
0
0