18/11/2022
22:43
მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ თავისი ექვსი წლის ქალიშვილი, ჯინევრა, ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე წაიყვანა, სადაც მელონი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა უარყოფითად შეაფასა მის მიმართ გამოხატული კრიტიკა „დიდი ოცეულის“ სამიტზე თავისი ქალიშვილის წაყვანის გამო.
მელონი იტალიურ ყოველდღიურ გაზეთ La Repubblica-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გააკრიტიკეს, სადაც ნათქვამია:
„ამ ოთხი დღის განმავლობაში რატომ იტვირთა ჯორჯა მელონიმ თავისი ქალიშვილის სამიტზე წაყვანა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურისგან დიდ გონებრივ, ფიზიკურ და ემოციურ ენერგიას მოითხოვს?“
კიდევ ერთ იტალიურ ყოველდღიურ გაზეთ La Stampa-ში ერთ-ერთმა მიმომხილველმა შეკითხვა დასვა, „რატომ წაიყვანა ულტრამემარჯვენე ლიდერმა თავისი ქალიშვილი კუნძულ ბალიზე? მას ასე უნდა ეთქვა შვილისთვის: „მაპატიე, ჩემო გოგოვ, მაგრამ დედიკომ ახლა იტალია უნდა გადაარჩინოს“.
მელონი თავის Facebook-ის გვერდზე „დებატებს“ გამოეხმაურა:
„ეს შეკითხვა მინდა, დავუსვა ამ „მხურვალე“ დებატების ინიციატორებს: აბა, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ჩემი ქალიშვილი, ეს თქვენი საქმეა? რატომ გაგიკვირდათ? მე, როგორც დედას, უფლება მაქვს, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ, ისე ვიმოქმედო, და ასევე მაქვს უფლება, ყველაფერი გავაკეთო ჩემი ერისთვის ისე, რომ ჯინევრამ უდედოდ ყოფნა არ იგრძნოს. იმედი მაქვს, რომ ეს პასუხი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ უფრო აქტუალურ საკითხებს მიხედოთ, რაც თქვენს კომპეტენციაში ნამდვილად შედის.“
იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს „ტრადიციული ოჯახის“ დამცველად თვლის.
ჯორჯა მელონის პარტიამ, რომელსაც ნეოფაშისტური ფესვები აქვს, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა სექტემბერში გამართულ იტალიის ეროვნულ არჩევნებზე, თუმცა ვერ მოიპოვა საკმარისი ხმები პირდაპირი მმართველობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მელონს უნდა დახმარებოდა თავისი მემარჯვენე მოკავშირეები მატეო სალვინი და პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი.
როგორც „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა თქვა, ის იმედოვნებს, რომ იტალია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პეკინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის თვალსაზრისით, რომ ის [პეკინი] დარჩეს „პოზიტიური“ და „დამოუკიდებელი“.
აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას ჯორჯა მელონიმ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ჩინეთთან აშშ-ის კავშირების საკითხები განიხილა.
0
0
პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა
22/10/2024