20/11/2022
23:25
ეკონომიკა
საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში დიპლომატიური მისიით ყოფნის პერიოდში მისი მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა იქნება.
ამის შესახებ მან “Forbes კვირაში“ სტუმრობისას წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მისი მუშაობის პერიოდში საქართველოში მთავარ სამიზნე საკითხებს შეეხებოდა.
„ჩემი მთავარი ფოკუსი იქნება საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველომ გააცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ - ევროკავშირი ამას მივესალმებით. ამგვარად ჩემი მიზანი ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა იქნება. დარწმუნებული ვარ, ამაზე უფრო ბევრს ვილაპარაკებთ დღეს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.
ხოლო კითხვაზე - როგორ აპირებს ამას, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ის ამისთვის თავის გამოცდილებას გამოიყენებს.
„ეს გზა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიტიკურ განვითარებას არ ეხება. მე მსურს ჩემი გამოცდილება ჩავდო საქართველოში, მოხარული ვიქნები, თუ ჩემი რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, მექნება შესაძლებლობა ვთქვა, რომ ჩემი მონაწილეობით ცალკეულმა ეკონომიკურმა პროექტებმა შექმნა სამუშაო ადგილები, განვითარდა პროფესიული უნარები, შემოსავალი და კეთილდღეობა მოუტანა საქართველოს. ეს ნამდვილად კარგი იქნება“, - თქვა ფიშერმა.
წყარო: bm.ge
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024