24/08/2022
14:04
სხვადასხვა
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოფო ხალვაშთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხავთ ყველა ჯოხს.
ჩემი სოლო კონცერტის ორგანიზატორი იყო პირადად სოფო, რომელთანაც ერთად გავიარეთ პროგრამა წინასწარ და იცოდა, რა სიმღერასაც ვაპირებდი…
სულ “პუტინ ხუილო” ვიძახე, რუსებით სავსე ერას მოედანზე და არავის არაფერი შეუმჩნევია. დღემდე ვმეგობრობთ და მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის რას ფიქრობს რუსეთზე…
ვიცი ბევრი კომენტარი იქნება, წინასწარ ვამბობ, არ ვერთვები დისკუსიაში.
უბრალოდ დავაფიქსირე ფაქტი“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.
ცნობისთვის, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კონცერტისთვის ტექნიკური მხარდაჭერის თხოვნით, ბათუმის მერიას მიმართეს, რაზეც მერიაში უპასუხეს, რომ მხარდაჭერას მიიღებდნენ იმ შემთხვევაში, თუ კონცერტზე ნახსენები არ იქნებოდა - ომი, რუსეთი და ოკუპაცია.
რაც შეეხება მომღერალ სოფო ხალვაშს ის ბათუმის მერის მოადგილეა.
0
0