
კინომცოდნე გოგი გვახარია ლარსის საბაჟოსთან შექმნილ ვითარებას ეხმიანება და წერს, რომ პუტინმა უბრალოდ გაინთავისუფლა ტერიტორია პოტენციური პროტესტანტებისგან, ვისაც ხმის ამოღება და წინააღმდეგობა შეუძლია.
“საინტერესო ის კი არაა, რატომ არ ჩაკეტა საქართველოს ხელისუფლებამ საზღვარი (დახარბებულია ფულს პირველ რიგში, თუმცა, შესაძლებელია, დავალებასაც ასრულებს), საინტერესოა რატომ უშვებს ამ ხალხს აქეთ თავად რუსეთი… ჩემი აზრით, პუტინმა უბრალოდ გაინთავისუფლა ტერიტორია პოტენციური პროტესტანტებისგან, ახალგაზრდებისგან, ვისაც ხმის ამოღება და წინააღმდეგობა შეუძლია. ასე დარჩება თავის ხალხში და მშვიდად გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა. მომავალში კი თავისუფლად შეუძლია ეგ მიგრანტები თავისივე მიზნების მისაღწევად გამოიყენოს – “ჩვენებს ჩაგრავენ!”… სრულიად საკმარისი იქნება “დენაციფიკაციის” დასაწყებად.
ყოველ ჩვენგანს რაც შეეხება – რაც უფრო მეტად ვიგრძნობთ საკუთარ უსუსურობას, უძლურობას.. მით უფრო დავითრგუნებით. დამპყრობელს მეტი არც არაფერი უნდა – ქვეყანა, სადაც უსუსურია ოპოზიცია, სადაც ხალხი იმაზეც კი ვერ შეთანხმებულა – დახმარების ხელი გაუწოდოს გამოქცეულს, დევნილს, თუ უფრო გაბრაზდეს და კატეგორიულად მოსთხოვოს ხელისუფლებს ამ ადამიანების უკან გაშვება. ეგეთი ქვეყანა უნდა სწორედ პუტინს.”, – წერს გვახარია.
0
0