21/10/2021
17:04
პოლიტიკა
როგორც ის აღნიშნავს, კოალიციური გაერთიანების გარდა ამჟამად ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ნინო ბურჯანაძის გამო აღნიშნულ გაერთიანებაზე უარის თქმას არ აპირებს.
„ვფიქრობ, როდესაც ღირებულებების ბრძოლაა, უნდა გავუფრთხილდეთ ამ ღირებულებებს. ეს ჩემგან ახალი არ არის მე ასე ვფიქრობ. არ შეიძლება პარტიას, რომელსაც არ შეუცვლია თავისი პროგრამა და ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ის პარტია შენს ქვეყანას არასდროს უნდა შესთავაზო.
თუმცა 30 მოდის და ვემხრობი კოალიციას, რადგან ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. ვიმეორებ, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების ქვეყანაში.
მეც არ ვიცოდი, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა რა არჩევანი გვაქვს? ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ შენიშვნას მიიღებს ეს კოალიცია რუსეთის მომხრე პარტიის გამო და რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი. პროცენტულად რას აძლევთ, განულებული პარტიაა, რატომ გადაწყვიტეს რუსეთის მსახური პარტიის შეყვანა თან განულებული პროცენტით, არ ვიცი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
0
0