09/10/2021
21:37
სხვადასხვა
კორპუსის მაცხოვრებლები შესაბამისი უწყებებისგან დახმარებას ითხოვენ, რათა არ განმეორდეს იგივე ტრაგედია, რაც 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს მოხდა.
“მოგესალმებით. მე გახლავარ ვ. გორგასალის 149-151 – მცხოვრები. სასტუმო” აისის” კორპუსი. გწერთ მთელი კორპუსის სახელით და გთხოვთ მობრძანდეთ და გააშუქოთ თუ რა საგანგაშო მდგომარეობაა ამ კორპუსის მე-3-მე-4 სადარბაზოებში. ეს ორი სადარბაზო არის გაერთიანებული და აქვს უზარმაზარი ბზარი, ბზარი, რომელიც ყოველდიურად იზრდება და ფაქტიურად ბომბზე ვზივართ. არ გვძინავს, ვართ სტრესის ქვეშ. გთხოვთ დაგვეხმარეთ და გააშუქეთ სანამ არ დატრიალდა იგივე ტრაგედია, რაც კიროვზე ვიხილეთ. იქნებ ტელევიზიების გაშუქების შემდეგ მოგვაქციონ ყურადღება და გადაგვირჩინონ უამრავი ბავშვი და ზდასრული ამ კორპუსში მაცხოვრებელი. პატივისცემით.”
ვიდეოს გვერდი “ბათუმი” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
0
0