27/02/2023
13:14
მსოფლიო
ცნობილი თურქული საფეხბურთო კლუბის, „ბეშიკტაშის“ გულშემატკივრები „ბეშიკტაშის“ და „ანტალიასპორის“ თამაშის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ამის შესახებ birgun.net იუწყება.
ანალოგიური აქცია კიდევ ერთი სტამბოლური კლუბის, „ფენერბახჩეს“ გულშემატკივრებმა მოაწყვეს.
„ბეშიკტაშის“ გულშემატკივრებმა ასევე სტადიონზე სიმბოლურად სათამაშოები დაყარეს, რითაც თურქეთის ცენტრალურ ნაწილში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულ და დაშავებულ ბავშვებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მიწისძვრის შემდეგ თურქეთში ანტისამთავრობო განწყობები გაიზარდა. დაზარალებული რეგიონების მოსახლეობა ერდოღანის მთავრობას სტიქიაზე დაგვიანებულ და არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს. თურქეთის უდიდესი ქალაქი, სტამბოლიც, ტრადიციულად, ოპოზიციას უჭერს მხარს და ერდოღანის საწინააღმდეგო განწყობები აქაც საკმაოდ ძლიერია.
0
0