
უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის განცხადებით, ბახმუტში დარჩენილი ქართველი მებრძოლები უკრაინელ სპეცსამსახურებთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ, რათა დაღუპულების ცხედრები გადმოასვენონ.
ნადირაძე ამბობს, რომ ბახმუტი ცხელი წერტილია და მას ჯოჯოხეთს ადარებს.
„ბახმუტში კიდევ არიან ჩვენი ბიჭები დარჩენილი. ამ წუთს ისინი ჯოჯოხეთში იმყოფებიან. ჩვენი დაღუპული ბიჭებიც ჯოჯოხეთში იყვნენ სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მაგარი ქართველი ბიჭები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, სპეცსამსახურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი გარდაცვლილები გამოიყვანონ", - აღნიშნა მებრძოლმა.
ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დონეცკის ოლქის ეს ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა. ამის შესახებ დღეს განცხადება ზელენსკიმაც გააკეთა. "ვიცი, რა რთულია ბახმუტში, ბიჭებო, გამაგრდით! - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0