14/12/2022
16:42
ბადაგონი
2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები თეატრალურ სივრცეში “ჰარაკი” დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ.
„წინანდლის პრემიის“ გამარჯვებული ნომინაციაში „მუსიკალური ხელოვნება“ წელს მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე გახდა, რომელსაც კომპანია „ბადაგონისგან“ ფულადი პრიზი - 4000 ლარი გადაეცა. „მუსიკალური ხელოვნების“ ნომინაციაში გამარჯვებული ლაურეატის გამოცხადება ნიკოლოზ რაჭველს ხვდა წილად.
სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა. წლევანდელი პრემიის ყველა ნომინანტი „ბადაგონის“ უნიკალური ღვინოების - GAU#5 -ის ნაკრებით დასაჩუქრდა.
წარმოგიდგენთ 2022 წლის ლაურეატთა ვინაობას და გამარჯვებულ ნამუშევრებს:
⦿ თეატრალური ხელოვნება:
გივიკო ბარათაშვილი
მსახიობი
საკონკურსოდ წარადგინა კონსტანტინ ტრეპლევის როლი სპექტაკლიდან „თოლია“
რეჟისორი დავით დოიაშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი)
⦿ კინოხელოვნება:
თინათინ და ხვიჩა ემირიძეები
კინორეჟისორები
საკონკურსოდ წარადგინეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რესპუბლიკა”
⦿ მუსიკალური ხელოვნება:
ვერიკო ჭუმბურიძე
მევიოლინე
საკონკურსოდ წარადგინა ა. დვორჟაკის სავიოლინო კონცერტი ლა მინ. თხზ. 53, ჰ. ვენიავსკის მე-16 საერთაშორისო
სავიოლინო კონკურსის გახსნის ცერემონიიდან (ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი ა. ბორეიკო)
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
თორნიკე სიბაშვილი
პოეტი
საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული „დეტექტივი“ (გამომცემლობა „კალმოსანი“ 2021)
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ცოტნე ავსაჯანიშვილი
მწერალი
საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული „ბავშვები კორტესარის მთიდან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021)
⦿ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
მარი ლუიზა კონჯარია
ქიმიკოსი
საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი: „ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერთა დაყოფა ციკლოდექსტრინების
თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში“ (ჟურნალი Journal of Chromatography A, 2022)
⦿ სახვითი ხელოვნება:
ანა ჯიბლაძე
მულტიმედია არტისტი
საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია „ერთადერთი ნაიარევი – The Only Scar” (2022)
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ანა ქირია
ფილოლოგი, ფილოსოფოსი
საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „თვითერთის გააზრების ნეოპლატონური პერსპექტივები“ (გამომცემლობა „ლოგოსი“
2021)
„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, ჯილდოთი, სპეციალური პრიზებითა და 4000
ლარიანი ფულადი პრემიით.
„წინანდლის პრემია 2022“ ის ერთ-ერთი მხარდამჭერია, კომპანია “ბადაგონი” .
0
0