12/09/2022
16:47
ბადაგონი
ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მიერ დაწესებული, კომპოზიტორ გია ყანჩელის სახელობის პრემია, წელს, მომღერალ ნატო მეტონიძეს გადაეცა.
პრემიის გადაცემის ცერემონია ღვინის ბარ-რესტორან „სი ჩერტოში“ გაიმართა, სადაც ნატო მეტონიძემ გია ყანჩელის კომპოზიციები შეასრულა.
გია ყანჩელის სახელობის პრემია, 10 ათასი ლარი, „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ მომღერალს პირადად გადასცა.
ნატო მეტონიძისთვის პრემიის მიღება მოულოდნელი აღმოჩნდა. მან „ბადაგონის“ დამფუძნებელს გიორგი სალაყაიას, ქართული კულტურისა და მუსიკოსების გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
კომპანია “ბადაგონი” უკვე მრავალი წელია, გია ყანჩელის სახელობის პრემიას ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს გადასცემს.
გია ყანჩელის პრემია კომპანია “ბადაგონმა” მაესტრო ყანჩელთან ერთად, 2014 წელს დააარსა და მას შემდეგ, ამ ყოველწლიური პრემიის ლაურეატები გახდნენ ისეთი შესანიშნავი მუსიკოსები, როგორიც გახლავთ პაპუნა შარიქაძე, ლევან დეისაძე, “ჯორჯიან სიქსი”, მიხეილ კილოსანიძე, გიორგი კიკნაძე და სხვა.
0
0