06/09/2023
14:49
ბადაგონი
მეღვინეობა "ბადაგონმა" წელს, უახლესი ტექნოლოგიების მანქანა-დანადგარები შეიძინა, მათ შორის, ყურძნის გადამამუშავებელი იტალიური წარმოების წნეხი Della Toffola და საწარმოო პროცესი 25 პროცენტით გაზარდა.
ყურძნის წნეხი Della Toffola იტალიურმა კომპანიამ საგანგებოდ "ბადაგონისთვის" დაამზადა, რომლის კონსტრუირებაში ჩართული იყო „ბადაგონის“ მენეჯმენტი და მეღვინეობის დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი ტექნოლოგი სანდრო ქუმსიაშვილი.
როგორც „ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა მარი გიორგაძემ „სფეისნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა- ყურძნის გადამამუშავებელი იტალიური წარმოების წნეხი Della Toffola შესაძლებლობას იძლევა საათში 60 ტონა ყურძენი გადაამუშაოს.
„ბადაგონი“, როგორც ლიდერი კომპანია, თავის პოზიციებს აძლიერებს და საწარმოო სიმძლავრეს 25 პროცენტით ზრდის. Della Toffola საათში ამუშავებს 60 ტონა ყურძენს. დღესდღეობით, ეს წნეხი თავისი წარმადობით, ერთ-ერთ ყველაზე მძლავრია მსოფლიოში, ხოლო კავკასიაში, ყველაზე მძლავრი. წნეხის საშუალებით, კომპანია გეგმავს საკუთარი პროდუქციის და წარმადობის ინტენსიურ ზრდას, რაც უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნის შიგნით და საექსპორტო მიმართულებით მეღვინეობის ბაზარზე, "ბადაგონის", როგორც ლიდერი კომპანიის პოზიციებს“,- განაცხადა მარი გიორგაძემ.
მარი გიორგაძის თქმით, კომპანიაში სიმძლავრის და წარმადობის გაზრდა განპირობებებული იყო, საერთაშორისო ბაზარზე „ბადაგონის“ ღვინოზე მზარდი მოთხოვნით.
“მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან გაიზარდა ”ბადაგონის" ღვინის ცნობადობა და მასზე მოთხოვნა. ამან განაპირობა კომპანიაში საკმაოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება და საწარმოო სიმძლავრის 25%-ით გაზრდა. უახლესი ტექნოლოგიების მანქანა-დანადგარები მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ყურძენი გადავამუშაოთ და ღვინის წარმოება-რეალიზაცია გავზარდოთ", - განაცხადა მარი გიორგაძემ.
ამასთან, კომპანია აღჭურვილია ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით, რაც საშუალებას იძლევა ყურძნისა და ღვინის ხარისხის კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში.
აღსანიშნავია, რომ საქსატატის მონაცემებით, ქართული ღვინის კომპანიებს შორის, ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული ღვინის რაოდენობით, კომპანია „ბადაგონი“ კვლავ უპირობო ლიდერია.
„ბადაგონი“, ასევე პირველი ქართული ღვინის კომპანიაა, რომელმაც ქაშერი ღვინის წარმოება დაიწყო და წელს ამ ღვინის ექსპორტი განახორციელა ისრაელში.
0
0