07/06/2023
19:14
ბადაგონი
მსოფლიოში ყველაზე დიდ და გავლენიან ღვინის დაჯილდოებაზე Decanter 2023-ზე, „ბადაგონის“ ღვინოებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს.
Decanter-ის რიგით მე-20, საიუბილეო დაჯილდოება ლონდონში გაიმართა, სადაც ბადაგონის ღვინომ "ქვევრის ხიხვი“ და ცქრიალა ღვინომ „მაესტრო საფერავი“ ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.
როგორც კომპანია „ბადაგონში“ განგვიცხადეს, კონკურსი ცნობილია თავისი მკაცრი ჟიურით. მასში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ექსპერტები შედიან, რომლებიც აფასებენ ღვინის ხარისხს.
გარდა ამისა, Decanter-ის მსოფლიო ღვინის დაჯილდოების შედეგები გამოირჩევა სანდოობით საერთაშორისო დონეზე, როგორც პროფესიონალი სომელიეებისთვის, ასევე ღვინის მოყვარულებისთვის.
ცნობისათვის, ბადაგონის "ქვევრის ხიხვი”, რომელიც უკვე მრავალი ჯილდოს მფლობელია, შექმნილია 8000 წლიანი ქართული ტრადიციული მეთოდით, ალავერდის XI საუკუნის ისტორიულ მარანში. ის ოქროსფერი შეფერილობისაა და ჰარმონიული და მდიდარი ჯიშური არომატებით ხასიათდება.
ბადაგონის ცქრიალა ღვინო „მაესტრო საფერავი“ კი, რომელიც ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას საერთაშორისო კონკურსებზე, დამზადებულია შარმატის მეთოდით, საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
„ბადაგონის“ ღვინოები, არა ერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
0
0