05/05/2022
14:28
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, „აზოვსტალში“ უკრაინელმა სამხედროებმა, ოკუპანტების მოგერიება შეძლეს და მათი ნაწილი, ქარხნის ტერიტორიიდან გააძევეს.
მისი თქმით, დიდი ძალების და ინტენსიური იერიშების მიუხედავად, მტერმა ქარხნის აღება ვერ მოახერხა. როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, ვითარება მძიმეა და რუსი ოკუპანტები ქარხნის ტერიტორიის ბოლომდე დაკავებას ცდილობენ, რათა 9 მაისს გამარჯვება გამოაცხადონ.
„რუსებმა „აზოვსტალის“ საბოლოო აღება გადაწყვიტეს და ინტენსიური იერიშების მიტანა დაიწყეს. როგორც ვიცი, პუტინის წარმომადგენელი კირიენკოც ადგილზეა. როგორც ხვდებით, რუსებს უნდათ, რომ 9 მაისისთვის გამარჯვება და მარიუპოლის აღება გამოაცხადონ. რუსები შეიჭრნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა უკან დაახევინეს. ყველაფრის მიუხედავად, ვითარება კრიტიკულია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა მთელი ძალისხმევა და დიპლომატიური არხები მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენა. ვნახოთ, რა გამოვა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
0
0