
უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურთან, სერგეი კოროტკიხთან (საბრძოლო მეტსახელი „ბოცმანი’), სადაც ის ამბობს, რომ „რასაც ახლა „აზოვი” აკეთებს მარიუპოლში, მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია.
„როცა ლაპარაკობენ ვიღაც დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს ჩვენ გვამზადებდნენ, ეს სისულელეა.
სინამდვილეში, „აზოვი”შევქმენით მე და ორმა ქართველმა მოხალისემ 2014 წელს – ბახვა ჩიქობავამ (რომელიც გარდაიცვალა მარიუპოლის დაცვისას) და გიორგი ქუფარაშვილმა (რომელიც მძიმედ დაიჭრა მარიუპოლის დაცვისას და ახლა მკურნალობს ვინიცაში).
ჩვენ სამისთვის მილიონ დოლარს იხდიდნენ ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში. ახლა ფასი გაუზრდიათ, როგორც გავიგე...
ასე რომ, არანაირი ნატოს ინსტრუქტორები არ არსებულან არასდროს… ჩვენ ხომ „სანქციების” ქვეშ ვიყავით, ჩვენზე, „აზოველებზე” ხომ საშინელებებს იძახდნენ… რა ნატო?..
ჩვენ თვითონ შევქმენით სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები – და ეს 90% გიორგი ქუფარაშვილის დამსახურებაა.
გიორგი შვიდი წლის განმავლობაში ეწეოდა წვრთნას, ვარჯიშს, მან შეიმუშავა მარიუპოლის თავდაცვის გეგმა.. და სწორედ ამ გეგმის მიხედვით ვიცავთ ახლა მარიუპოლს.
გიორგის იშვიათად ახსენებენ და ეს უსამართლობაა, რადგან ყველგან, სადაც ახლა „აზოველები არიან”, ჩვენ შედეგებს ვდებთ – მარიუპოლში, ხარკოვში, სუმიში, ჩერნიჰივში, დნეპრში, ოდესაში, ნიკოლაევში”… -ამბობს ინტერვიუში „აზოვის“ მეთაური.
0
0