
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გვარამიამ ტვ „პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ასე გამოდის...“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობის მიღმა, ნიკა გვარამია აცხადებს, „მარტივად ვიტყვი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული თუ შუალედურ პროცესში მყოფი ამბობენ საყვედურის ტონით, „რატომ არ ამბობს საბოლოოდ სად მიდის“ და ასე შემდეგ. ჩემთვის „ქივორდი“ ამოსავალი სიტყვა არის „ახალი“. ახალი შესაძლებლობები... ეს მოხდება ძველი კონფიგურაციების ფარგლებში, ეს მოხდება ახალი შესაძლებლობების ფარგლებში თუ როგორ მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოხდება და უნდა იყოს ახალი“.
გვარამიას თქმით, ახალი არ ნიშნავს ყველა ახალ ადამიანს.
„ახალი შესაძლებლობები არის ჩემთვის საინტერესო“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025