
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახალი წლის დადგომამდე რუსეთი უკრაინელებისთვის საქმის გართულებას შეეცდება, თუმცა მოსახლეობა ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ამის შესახებ მან ვიდემიმართვაში ისაუბრა.
"წლის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მტერი შეეცდება, სიტუაცია კიდევ უფრო გაგვირთულოს. რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. თუმცა ის დანაკარგების ანაზღაურებას პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს. დარწმუნებული ვარ, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტების კიდევ ერთხელ დამარცხებაში, მაგრამ ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ასევე, ზელენსკიმ უკრაინის მხარეს მებრძოლ ყველა სამხედროს თუ სამოქალაქო პირს მადლობა გადაუხადა, ხოლო მოსახლეობას საჰაერო განგაშის მიმართ ყურადღებით ყოფნისკენ მოუწოდა.
"მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, ყველა სერჟანტსა და მეთაურს, ყველა ოფიცერსა და გენერალს. მადლობა მსოფლიოს ლიდერებს და ხალხს, რომლებიც წელს უკრაინასთან ერთად გახდნენ თავისუფლების მცველები". - ამბობს ზელენსკი.
0
0