-share.jpg)
,,ნაც-მოძრაობის ბუნება ასეთია ვიცით: მიყურადება, მოსმენა, გავრცელება და შანტაჟი… ორი დღის წინ, ხაბეიშვილმა გაუვრცელა მელიას ფარული ჩანაწერი, დღეს კი სამაგიერო მიიღო და იმაზე დიდი ნაგავი დაიმხეს თავზე ვიდრე, ვინმეს წარმოედგინა…“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა ,,ხალხის ძალის” ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ დაწერა. ამ პოსტით იგი გუშინ, „კურიერის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც, სავარაუდოდ, გიული ალასანიაა ჩაწერილი.
„ამ უსამშობლოების პირადი ინტერესები წყალსაც წაუღია, მთავარი და სავალალო ისაა,რომ ოპოზიციის 90% გამარგინალებული გავლენის პერსონები არიან, რომელთა პოლიტიკური მომავალი ძირითადად საზღვარგარეთ იგეგმება…
რა თქვა გიული ალასანიამ დღეს?
ზოგი პირდაპირ დავალებას ასრულებს, ზოგი “სასარგებლო იდიოტის” როლშია…
საბოლოო ჯამში, ერთი ჯოხის ორი ბოლოა…
ასე, რომ აწი რუსეთზე ხმა აღარ ამოიღოთ და დედა-დედოფალს მოუფრთხილდით, მაგან იმდენი იცის, რომ პირი თუ დააღო გაქცევას ვერ მოასწრებთ…“ - დაწერა ქადაგიძემ.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.
0
0