22/12/2022
14:29
მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო რუსეთის უსაფრთხოების დასაცავად.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან თავიდან აგვაცილა კატასტროფა და დაიცვა მილიონობით ჩვენი მოქალაქე და თანამემამულე“, - აღნიშნა ვოლოდინმა.
ვოლოდინის თქმით, უკრაინაში არსებული მდგომარეობა „დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერების მატყუარა პოლიტიკამ“ გამოიწვია.
„მერკელის ბოლო ცინიკურმა განცხადებამ, მისმა აღიარებამ გამოავლინა მათი ნამდვილი გეგმები. როგორც გაირკვა, არცერთი მათგანი არ აპირებდა მინსკის შეთანხმებების შესრულებას. ათასობით დაღუპული მოხუცი, ქალი, ბავშვი, დანგრეული ქალაქები და სოფლები, ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ვაშინგტონისა და ბრიუსელის სინდისზეა. ეს არის დანაშაული, რომლისთვისაც მათ პასუხი უნდა აგონ“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, ანგელა მერკელის განცხადებით, 2014 წელს ხელმოწერილმა მინსკის შეთანხმებებმა დრო მისცა უკრაინას რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად.
0
0