09/12/2022
16:33
მსოფლიო
რუსმა ვიქტორ ბუტმა, რომელიც რუსეთში ამერიკული ციხიდან ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრინერში გაცვლის შემდეგ დაბრუნდა, თქვა, რომ მას რუსოფობია აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ შეხვედრია.
ბუტმა აღნიშნა, რომ მისი თანასანელები რუსეთის მიმართ სიმპათისაც კი გრძნობდნენ.
„ძირითადად, ყველას ერთგვარი სიმპათია ჰქონდა რუსეთის მიმართ. ან, თუ არაფერი იცოდნენ, რუსეთზე მაინც ეითხებოდნენ რმეს“ - ამბობს ბუტი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი დამოკიდებულება არც სხვა პატიმრების და არც თანამშრომლების მხრიდან არ ყოფილა.
„ალბათ, ამ ციხეში... რადგან ის მდებარეობს ამერიკის ასეთ ტრადიციულ, ალბათ, "წითელ სარტყელში", რუსოფობია არ შემხვედრია", - თქვა ბუტმა. .
ამავდროულად, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ბუტის გაცვლა ამერიკელ კალათბურთელზე არ ნიშნავს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. „იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კვლავ სამწუხარო მდგომარეობაშია.
0
0