
„Arzamas“-ის მთავარი რედაქტორი ფილიპ ძიადკო საქართველოში არ შეუშვეს, ამის შესახებ „ტელეგრამ არხზე“ ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი და ფილიპის ძმა ტიხონ ძიადკო წერს.
„გუშინ 22:30 წუთზე ჩემი ძმა ფილიპ ძიადკო ვენიდან თბილისში გაფრინდა, სადაც თითქმის ერთი წელია ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. პასპორტის კონტროლისას სისტემა „დაეკიდა“. მთელი რეისი გავიდა, მაგრამ ის დარჩა. თბილისის აეროპორტში მან 14 საათი გაატარა. 10:30 საათზე მას აცნობეს, რომ შესვლაზე უარი ეთქვა. მიზეზები არ დაკონკრეტებულა. რეისი ვენაში, რომლითაც ის დეპორტირებული იქნება, 23 თებერვალს, 3 დღეშია. ან ბილეთი თავად უნდა იყიდო. ფილიპი ზის პენალ-ითახში, ფანჯრების გარეშე, სხვა ადგილას ჯდომა არ შეიძლება. ტელეფონის წართმევას ცდილობენ“ - წერს ტიმოფი ძიადკო სოციალურ ქსელში.
0
0