01/11/2021
16:30
პოლიტიკა
სააკაშვილის თქმით, ოპოზიციამ არჩევნები ყველა დიდ ქალაქში მოიგო.
სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ქუჩის პროტესტის სრული ლეგიტიმაცია აქვს.
ამასთან, მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ გაყალბებული არჩევნებისთვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს.
„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. ყველა ქართველი უნდა იყოს და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება მიითვისა, ხელიდან გამოგგვლიჯა ეს გამარჯვება.
გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი. რა უნდა ვქნათ? მხოლოდ ერთი ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ. წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან რუსეთი იდგა და მასაც გაუყალბეს არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა.
ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა და წავიდა. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც, გამყალბებელი, ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსებს მიემხრო. არადა იანუკოვიჩი მრავალგზის თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი. ბოლოს და ბოლოს ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ, ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა, უნდა მოვისმინით ლიდერების აზრი და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე.
რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა გავასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს.
ახლა სრული ლეგიტიმაცია გვაქვს ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის. ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერცერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას“, - აცხადებს სააკაშვილი.
0
0