02/07/2023
15:09
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არავაქცინირებული მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მათ ცხოვრებას გაურთულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ნამდვილად მინდა, რომ ისინი შეწუხდნენ და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ბოლომდე“, - აღნიშნა მაკრონმა.
Le Parisien-თან მიცემულ ინტერვიუში, მაკრონი ამბობს, რომ აუცრელებს ძალით არ აცრის, თუმცა მათ წვდომას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ობიექტებზე მინიმუმამდე შეამცირებს.
„მე არ გავგზავნი არავაქცინირებულ ადამიანებს ციხეში. მათ უნდა ვუთხრა, 15 იანვრიდან ვეღარ შეძლებენ რესტორანში წასვლას ყავის დასალევად, ვერ წავლენ კინოსა და თეატრში“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას, ოპოზიციური პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია მოყვა.
„არავითარი მდგომარეობა არ ამართლებს ასეთ სიტყვებს”, - ამბობს ბრუნო რეტაილო მემარჯვენე რესპუბლიკელების სენატის ლიდერი.
0
0