
ისტორიკოსი, ჯაბა სამუშია, მისი თსუ-ს რექტორად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მეგობრებო, მთელი დღე გზაში ვარ და მხოლოდ ეხლა ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს არის რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. გასაგებია რასაც ისახავენ მიზნად, მაგრამ, ამჯერად, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ს ტრადიციას.“ - წერს ჯაბა სამუშია.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯაბა სამუშია თსუ-ს რექტორად დაინიშნა.
გავრცელებულ ინფორმაციას თსუ-ს პრესსამსახურიც გამოეხმაურა და „spacesnews“-სთან საუბარში განაცხადეს: „ჯაბა სამუშიას რექტორად დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რექტორის თანამდებობა არის არჩევითი, ამას წყვეტს საბჭო და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რატომ გავრცელდა აღიშნული ინფორმაცია. კანონმდებლობის თანახმად, საბჭო ჯერ ირჩევს დროებით რექტორს და ამის შემდეგ ხდება რექტორის არჩევა“.
ცნობისთვის, თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან 7 ოქტომბერს გადადგა.
0
0