
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Oxford Union-ში სიტყვით გამოვიდა. მან მნიშვნელოვანი დრო დაუთმო საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებს.
„მე ერთ-ერთი ვარ, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით რეფორმების ნაკლებობას და ასევე კრიტიკულია, როდესაც ქვეყანა არ მიიწევს იმ მიმართულებით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე და ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, რადგან ეს არის სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის“, აცხადებს ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული პერსპექტივა დიდი ნაბიჯია, რომელიც არ არის დაფასებული არც საქართველოს მოსახლეობის, არც, შეიძლება, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მიერ, ვინც მოგვცა.
„რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული ფორმის იმედგაცრუება გააჩინა, რადგან გვესმოდა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ, შესაძლოა, უფრო შორს წავედით [ევროინტეგრაციის] გზაზე მიღებული კანონმდებლობის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რომლების ამ ევროინტეგრაციის გზაზე მოგზაურობის 30 წლის განმავლობაში იქნა მიღებული.
ასე რომ, გარკვეული იმედგაცრუება მოსახლეობაში [გაჩნდა], მაგრამ ამავდროულად გვესმის ის ფაქტი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელსაც უკრაინული მოსახლეობა აწარმოებს.
ამ მხრივ გარკვეული პოლიტიკური მიზეზი იყო იმ ფაქტის მიღმა, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ამ დროს ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, სხვა დამსახურებების მხრივ შეფასდა და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული…“ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
0
0