
ხუთშაბათს დავოსში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლომდე არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ახლა კრემლში და არის თუ არა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცოცხალი.
უკრაინის ლიდერმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ სატელევიზიო გამოსვლებზე, რომლებიც ექსპერტების აზრით, ცალკე ფონზეა ჩაწერილი, რომელიც ვიდეოზე მოგვიანებით დაადეს. ასეთი იყო, კერძოდ, მისი საახალწლო მილოცვა, რომლის ფონი იყო ხალხის ჯგუფი რუსული არმიის სამხედრო მოსამსახურეების სახით.
"არ მესმის, ვისთან და რაზე ვისაუბრო. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ჩნდება - პუტინი იყოს. „არ ვიცი ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა ხალხის წრეა. როცა ვამბობთ „სამშვიდობო მოლაპარაკებებს", კარგად არ მესმის ვისთან. რუსეთმა უნდა მოძებნოს ვინმე და მერე რამე შემოგვთავაზოს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე განაცხადა, რომ პუტინი ისტორიაში დარჩება, როგორც ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი უფსკრული გათხარა რუსეთისა და უკრაინის ხალხებს შორის.
„არავინ ამბობს, რომ ურთიერთობები შეიძლება აღდგეს, მაგრამ მათ შეუძლიათ გადაარჩინონ თავიანთი ხალხის სიცოცხლე. ეს მათი მომავალია. ჩვენს შორის უფსკრული ღრმაა, მაგრამ ეს მათ გათხარეს. ეს არის პუტინი, რომელიც ნიჩბით დგას“ - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0