29/10/2022
12:00
მსოფლიო
რუსი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი უკვე ცხრა თვეა გრძელდება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკმარისი რესურსი ჯერ კიდევ აქვს.
„პუტინმა ქვეყანა მიიყვანა ისეთ მდგომარეობამდე, საიდანაც არ არსებობს ნორმალური სამართლებრივი გამოსავალი. „გამარჯვება“ - ეს არ არის დამოკიდებული კრემლზე, ეს დამოკიდებულია ვაშინგტონზე და მათ ურთიერთობაზე კიევთან. პუტინმა არა მხოლოდ დაასუსტა და დაამცირა რუსეთი, არამედ მან იგი კიდევ უფრო პირდაპირ დამოკიდებული გახადა ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე.
ვფიქრობ, რუსეთში სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, რადგან ეს რეჟიმი ქვეყანას ანგრევს. რაც უფრო ადრე წააგებს პუტინი, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი რუსეთის აღდგენის დაწყება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო საკუთარი თავის მოტყუება, პუტინს ჯერ კიდევ ბევრი რესურსი აქვს“, - განაცხადა ორეშკინმა.
0
0