07/11/2021
17:41
საზოგადოება
აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობია“.
ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე, სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა.
0
0