
სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს:
„ბატონო ბიძინა, გილოცავთ დაბადების დღეს!
ათწლეულის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, დუჟიანი, ველური სისასტიკის რეჟიმი თუ დასრულდებოდა საქართველოში, თუ ოდესმე დაბრუნდებოდა მოსმენის, თვალთვალის, შურისძიებისგან თავისუფალი დრო, თავისუფალი მუშაობის დრო, ციხეებში წამება-ხოცვა-ჟლეტის დრო, ქვეყანა-საპატიმროს და ქვეყანა-პროვოკატორის ზეობის დრო! მე მაშინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი! მადლობა თქვენ, ამისთვის!
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ერთ-ერთი განკურნებული მეც ვარ, ამისთვის გმადლობთ, ეს ხომ სიცოცხლის ჩუქებაა!
ეკლესია-მონასტრების, თეატრების, სკოლების აღდგენა-მშენებლობისთვის, წარმოუდგენელი ქველმოქმედებისთვის, გმადლობთ, ეს ხომ ჩვენს სამშობლოში კეთდება!
მშვიდობიანი ათწლეულისთვის გმადლობთ!
საქართველო დღესაც ორ ცეცხლს შუა გადის. ვფიქრობ, დიდია დღეს თქვენი წვლილი მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური არქიტექტონიკის ფორმირების პროცესში!
იხარეთ თქვენი ოჯახით ჩვენს დალოცვილ სამშობლოში, იდღეგრძელეთ! უფალი ფარავდეს თქვენს მონაგარს!“ - დაწერა მაია ნიკოლეიშვილმა.
0
0