-share.jpg)
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"სამი გმირი ჰყავს ამ ტრაგედიას - ორი პატარა ბიჭი, რომლებიც მეგობრის დახმარებას უყოყმანოდ ეცადნენ და ეს საოცარი ადამიანი, დევი მეზურნიშვილი.
ბავშვების მფარველი ანგელოზი, რომელმაც საბედნიეროდ, შეუძლებელი პირობების მიუხედავად, ბავშვების ამოყვანა შეძლო, მაგრამ მათგან ერთის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
პატარა გოგოს დაღუპვის გამო, ოჯახის შემდეგ ყველაზე ტრავმირებული დღეს ეს ადამიანია, რომელმაც ამდენი იბრძოლა ბავშვის სიცოცხლისთვის.
ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები რომ დადიან და სიყვარულის რწმენას გვაძლევენ, მხოლოდ ამიტომ ვგრძნობ თავს იმედიანად", - წერს ფანჯიკიძე.
გუშინ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა. ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული.
0
0