
სოციალურ ქსელში მოქალაქე ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ნიკა ლაშხია წერს, მამაკაცი ყოფილ ცოლს დანით მოკვლით ემუქრებოდა.
"სრულიად შემთხვევით აღმოვნჩდი შემზარავი ინციდენტის თვითმხილველი. შუაგულ ზუგდიდში, ფოსტასთან, ქალი შველას ითხოვდა. დავიბენი და ამ ქალისკენ გავიქეცი, მალევე პატრული გამოჩნდა და იქვე ავტობუსის გაჩერებასთან კაცი დააკავეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქალის ყოფილი ქმარია და დანით ხელში, მოსაკლავად მოსდევდა მას. საბედნიეროდ გადარჩა, ბავშვიც იქვე ყოფილა, რაც შევძელი ის იყო რომ ვამშვიდებდი ამ ქალბატონს. პირველად ვნახე სიკვდილისთვის განწირული და სიკვდილისგან დახსნილი ადამიანი. არ ვიცი რა ვთქვა, შოკში ვარ... მადლობა პატრულის თანამშრომლებს!",-წერს ლაშხია.
ცნობისთვის, მამაკაცი ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დააკავეს.
0
0