-share.jpg)
ამ მძიმე დროს, ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
"დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხსა და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ამ მძიმე დროს, ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 25. მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჩეხეთის დედაქალაქში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო. "ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის", - აღნიშნულია განცხადებაში. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.
0
0