19/04/2023
17:06
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამ ფორმით ნაცმოძრაობის გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა
„ნაციონალური მოძრაობა გაიყო, ფაქტობრივად, პარტია დანგრეული იყო და მის აღდგენას განსაკუთრებით საერთაშორისო რეპუტაციის მოპოვებას, ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ნელ-ნელა შემდეგ მიაღწია იმ დონეს, რაც იყო მის პიკში. დაშლის შედეგად ბოკერიას ფრთამ მიიღო 10%, ძალიან დიდი რაღაც იყო, გაიყოლა ასე ვთქვათ, პარტიის დიდი ნაწილი.
ეს “ნაციონალური მოძრაობის” გახლეჩა ნიშნავს სერიოზულ გახლეჩას ამ პარტიისას და ბუნებრივია, რომ როდესაც 60-40-ზე იყო გადანაწილებული ამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისას ხმები, ზუსტად იმ პროპორციით ახლა აქეთ ადამიანები წამოვლენ მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი რაოდენობის პარტიული აქტივი რომ დასცილდება ნაციონალურ მოძრაობას ეს ძალიან ცუდია. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი და კარგი იქნება თუ ეს არ მოხდება”
0
0