02/06/2023
21:21
პოლიტიკა
„ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს, რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს! - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედინიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, გარე და შიდა მტრების ჯინაზე იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, მხოლოდ მშვიდობიანი გზით გავაერთიანებთ ჩვენს სამშობლოს და დავიბრუნებთ აფხაზ და ოს და-ძმებს, ერთად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები.
„ჰალსტუხიჭამია და მიწაზე მფორთხავმა უმაღლესმა მთავარსარდალმა 2008 წელს ჩააბარა კოდორის ხეობა, ახალგორის რაიონი, 150-ზე მეტი სოფელი (რომლებსაც ,,ქვებს გროვა" უწოდა), ბრძოლის ველზე მიატოვა ჩვენი გმირი ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცები, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა, მოხუცები, ქალები და ბავშვები, ხელი მოაწერა კაპიტულანტურ 6 პუნქტიან ხელშეკრულებას, რუსეთის ჯარს დაუტოვა მილიარდობით ლარის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა სტრატეგიული ენერგოკომპანიები, მხარი დაუჭირა WTO- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ცალმხრივად მოუხსნა რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი, ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს. მისი დავალებით საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოში ხმა მისცა N1633-ე რეზოლუციას, რომლის მე-5 მუხლით საკუთარ ჯარს დააბრალა ღამით ცხინვალის დაბომბვა და ომის დაწყება, და ყველაზე მთავარი - აიღო პასუხისმგებლობა დაკარგული ტერიტორიების მხოლოდ მშვიდობით დაბრუნების ვალდებულება.
თუმცა დღეს „ალასანიას დიეტაზე“ დასმული და „ვივამედში“ 2-ოთახიან პალატაში წამოწოლილი ომისთვის მზადებას მოგვიწოდებს! რუსეთთან 3 ომის მერე, კიდევ ომს უსურვებს საქართველოს, მეორე ფრონტის გახსნას და სისხლისმღვრელ ომს! ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, გარე და შიდა მტრების ჯინაზე იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, დიახ მხოლოდ მშვიდობიანი გზით გავაერთიანებთ ჩვენს სამშობლოს და დავიბრუნებთ აფხაზ და ოს და-ძმებს, ერთად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები“ - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
0
0