24/04/2023
22:41
პოლიტიკა
„ხელისუფლება რომ ასე მოიქცეოდა ვიცოდი. აღშფოთებული ვარ ოპოზიციის ქმედებებით, ბიჭო, რამდენჯერ უნდა აგიწიოს ისტორიამ „სატოპკე“, რამდენჯერ უნდა ჩახტე ტლაპოში, ჩემთვის გაუგებარია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის დღიდან პარლამენტთან აქცია უნდა დაეორგანიზებინა და საკანონმდებლო ორგანო იქამდე არ უნდა დაეტოვებინა, სანამ კომისია არ შეიქმნებოდა.
ამერიკელებმა ამხელა „სატოპკე“ აუწიეს, ესენი გამოვლენ, სწორ რაღაცებს იტყვიან და არ იღებენ... აი, ნიღაბი ჩამოხადეს ხელისუფლებას - ნიღაბი დიდი ხანია ჩამოხდილი აქვთ და რაღას ხდით, თქვე ოხრებო. ხალხი გეუბნებათ, გავიგეთ, ეს ხელისუფლება ასეთია და თქვენ ვინ ხართო? ესენი დააბაკუნებენ ფეხებს, წავლენ სახლში და დაიძინებენ. რითია ეს პროცესი ეფექტური? ძალიან ადარდებთ ახლა კენჭისყრების ჩატარება უმრავლესობაში და ამათმა გამარჯვებად გამოაცხადონ არაფერი. ამ საგამოძიებო კომისიის არშექმნა ნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმა არშედგება. არშედგება სასამართლო რეფორმა და 12 პუნქტი ვერ შესრულდება და ვერ მივიღებთ კანდიდატობის სტატუსს, ეს იგივეა, რაც იყო მარტში, უბრალოდ, უნდა აუხსნა ხალხს, რომ ეს არის საკვანძო თემა, რის გამოც შეიძლება, სტატუსი ვერ მივიღოთ. პირველივე დღეს უნდა ეთქვათ ოპოზიციას, რომ ჩვენ არ გავდივართ პარლამენტიდან, სანამ არ ჩატარდება კენჭისყრა - დეპუტატები შიგნით, აქცია გარეთ. პირველივე დღეს ეს უნდა გაეკეთებინათ. ბიჭო, პოლიტიკაში როდის უნდა გადადგა ექსტრემალური ნაბიჯი, ეს თუ არ იცი, რა გინდა პოლიტიკაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024