
„ღვინის სამშობლო ვართ, 8 000 წლის წინ ღვინო საქართველოში დაიწურა პირველად და ეს ფაქტი მოხდა მარნეულის რაიონში, შულავერთან. მაინტერესებს თუ ყოფილხართ იმ ადგილას, არ შეგრცხვათ იქ რომ მიხვედით?“, - ამის შესახებ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მისულ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას ჰკითხა.
„სამარცხვინოა იქ არსებული მდგომარეობა. ამ სამარცხვინო ფაქტის დიდი ნაწილი კულტურის სამინისტროს ეკუთვნის, მაგრამ მთავრობას ერთიანად წარმოადგენთ თქვენ. მაინტერესებს, რამის გაკეთებას თუ აპირებთ იქ, თუ ისევ ისე სამარცხვინოდ უნდა გამოიყურებოდეს? იმსახურებს თუ არა ეს ქვეყანა იმას, რომ თუ ღვინის სამშობლოა, ღვინის მუზეუმი ჰქონდეს?“, - ჰკითხა ელისაშვილმა შამუგიას.
0
0
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
14/07/2026